უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისში მიმდინარე უსაფრთხოების სემინარი დასრულდა. სემინარი რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა. მათ შორის, სტიუარდებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის და ერთობლივი ტრენინგისგან, რომელიც ტურნირის პერიოდში უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას შეუწყობს ხელს.
სემინარი მიზნად საფეხბურთო მატჩებზე ხალხის, უსაფრთხოების მართვის პრინციპებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას ისახავს.