ირანის დედაქალაქ თეირანში, კარატეში ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მსოფლიოს 15 ქვეყნის 1 500-მდე სპორტსმენს შორის, საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.
ამ პრესტიჟულ შეჯიბრზე, რომელიც ირანის კარატეს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ჭაბუკა მახარაძემ უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კატაში, ვერცხლის მედალი აიღო და ასევე, საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადაეცა.