უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო აშშ-ს საელჩოს ომში ჩათრევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სიიარტომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ყოველ შემთხვევაში, მე ელჩებს საზღვარგარეთ ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით ვგზავნი და არა იმისთვის, რომ იქ თავი ადგილობრივებზე ჭკვიანი ეგონოთ. ჩვენ არ გვსურს ომი, მშვიდობა გვინდა. გვესმის, რომ ამერიკელებს ჩვენი ომის პროპაგანდაში ჩათრევა სწადიათ, უნდათ ომის ბანაკებში გადავნაწილდეთ, მაგრამ ჩვენ მშვიდობის ბანაკს ვეკუთვნით," - აღნიშნა სიიარტომ.