ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის სპორტ კომპლექსში, აფხაზეთის თასის ღია პირველობამ ფარიკაობაში სტარტი აიღო.
ტურნირი სამი დღე გაგრძელდება, დღეს გამარჯვებულები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდებიან, 6 და 7 მაისს კი რაპირით და დაშნით მოფარიკავეები შეეცდებიან საპრიზო ადგილებზე გასვლას. აფხაზეთის თასის ტრადიციულ, რიგით მეთორმეტე გათამაშებაში ქართველი მოფარიკავეების გარდა აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, საპრიზო ადგილებისთვის 200-ზე მეტი სპორტსმენი იბრძვის.