საქართველო ევროპის დღეებს მასპინძლობს. ორბელიანის მოედანზე სამზადისი უკვე სრულდება, მანამდე კი მსოფლიოში ცნობილი ანტონიო გადესის ქორეოგრაფიული დასი საქართველოში, სუხიშვილების სარეპეტიციოს ესტუმრა.
ორი ქვეყნის ეროვნული ანსამბლი ევროპის დღეების ფარგლებში მთავარ სცენას დაიკავებს. მეორე დღე შვედეთს დაეთმობა. სტუმრები ამ ქვეყნების ყველა კულტურულ ტრადიციას გაეცნობა.
ევროპის დღეებს საქართველო წლებია მასპინძლობს, თუმცა წელს პირველად საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციიის ორგანიზებით, პერსონალურად შვედეთის და ესპანეთის დღეები გაიმართება. ეს ორი ქვეყანა შემთხვევით არ შერჩეულა. საქართველო შვედეთს, როგორც ევროკავშირის მოქმედ, ხოლო ესპანეთს - როგორც მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას მასპინძლობს.
ორი ქვეყნის კულტურა და ისტორია - ორი დღის განმავლობაში, ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა დახვდება. ევროპის დღეები საქართველოში 6 და 7 მაისს გაიმართება.