26 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
სოფელ ნაქალაქევში, მდინარე მტკვარში 28 წლის მამაკაცს ეძებენ

ასპინძის სოფელ ნაქალაქევში 28 წლის გაიოზ კავლიძეს ეძებენ. თვითმხილველებმა ის ბოლოს თმოგვის ციხესთან, მდინარე მტკვარზე გადასასვლელ საცალფეხო ხიდზე ნახეს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა.

სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია რაც მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები. ბოლო ინფორმაციით, ხიდთან მამაკაცის ჩანთა იპოვეს.

ავტორი: მაია იველაშვილი

დღის ამბები