26 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
Corriere dello Sport-ი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტზე წერს, რომელმაც "ნაპოლის" ჩემპიონობა 10 თვის წინ "იწინასწარმეტყველა"

Corriere dello Sport-ი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტზე წერს, რომელმაც "ნაპოლის" ჩემპიონობა 10 თვის წინ "იწინასწარმეტყველა".

ცნობილი იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, დაჩი წურწუმიას შესახებ წერს, რომელმაც "ნაპოლის" ჩემპიონობა თვეების წინ, მაშინ უწინასწარმეტყველა, როცა ამის თითქმის არავის სჯეროდა. 

"პოსტი, რომელიც წლის დასაწყისში რამდენიმე ადამიანმა თუ დაიჯერა: "ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს" - წერდა ქართველი ჟურნალისტი, დაჩი წურწუმია, რომელმაც სხვა ბევრის მსგავსად "ნაპოლის" გულშემატკივრობა იტალიაში კვარაცხელიას ჩასვლის შემდეგ დაიწყო. თითქმის 1 წლის შემდეგ კი წინასწარმეტყველება ახდა" - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ "ნაპოლის" ჩემპიონობა 77-ნომრიანი მაისურით მოთამაშე ნიჭიერი ქართველის გოლებისა და ასისტების დამსახურებაა, რომელმაც თავი ყველას შეაყვარა. "მისი თანამემამულე ჟურნალისტი კი ბოლო თვეებში ხშირად ზეიმობდა კვარასთან ერთად და ვირტუალურად ესაუბრებოდა ნეაპოლიტანელებს, რომლებისთვისაც ინფორმაციის წყარო გახდა".

დღის ამბები