26 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
გვჯერა, რომ რწმენა, ოჯახი არის თავისუფალი საზოგადოების საფუძველი - ტრამპი, უნგრეთში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

დონალდ ტრამპი, უნგრეთში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. 

"დიდი პატივია, მივმართო თავისუფლებისმოყვარე პატრიოტებს, რომლებიც შეიკრიბნენ უნგრეთში, რათა აღნიშნონ მარადიული ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც აერთიანებს კონსერვატორებს მთელ მსოფლიოში. ისინი გაერთიანებული არიან, მათ იციან, რა ხდება კარგად მუშაობენ. ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა, ოჯახი არის კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველი. ჩვენ გვჯერა, რომ ერი საზღვრების გარეშე არ არის ერი. ჩვენ გვჯერა ტრადიციის, კანონის უზენაესობის, სიტყვის თავისუფლებისა და ყოველი ადამიანის ცხოვრების ღვთისგან ბოძებული ღირსების. ეს არის იდეები, რომლებიც აერთიანებს ჩვენს მოძრაობას. გვჯერა თუ არა, ამ იდეებმა გადაარჩინა დასავლური ცივილიზაცია, ახლა კი სერიოზულ უბედურებაშია.

მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ჩართული ვართ ისტორიულ ბრძოლაში მარქსისტ გლობალისტებთან და კომუნისტებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ, გაანადგურონ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტრადიციები და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია. როგორც ექვსი წლის წინ ვარშავაში ვთქვი, ყველა ჩვენგანს როგორც ევროპაში, ისევე ამერიკაში, შეგვიძლია ერთად დავდგეთ, რომ დავიცვათ ჩვენი კულტურა, საზღვრები, იუდეური ქრისტიანული ღირებულებები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ცხოვრების გზა მათგან, ვისაც სურს, გაანადგუროს ჩვენი საყვარელი ერები. ჩვენ გავიმარჯვებთ. როგორც პრეზიდენტს, მქონდა პატივი, გამეძლიერებინა განსაკუთრებული მეგობრობა აშშ-ს და უნგრეთს შორის ოთხი შესანიშნავი წლის განმავლობაში. ჩვენი ურთიერთობა დიდწილად ვიქტორისა და მასთან ერთად მომუშავე ადამიანების დამსახურებით არის შესანიშნავი. უნგრეთის მოსახლეობას და კონსერვატორებს ევროპის მასშტაბით: განაგრძეთ ბრძოლა და არასოდეს შეწყვიტოთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ცივილიზაციის დაცვა. ჩვენ კომუნისტებს და გლობალისტებს უკან ვახევინებთ და ვიდრე თავდაჯერებულად მივიწევთ წინ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ახლა ვიმარჯვებთ,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

დღის ამბები