26 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
ვერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული დაცვის თანამშრომელი ბრალს არ ეთანხმება

ვერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული დაცვის თანამშრომელი არ ეთანხმება განზრახ მეკვლელობის ბრალდებას. გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდარი თავდასხმის ფიგურანტს ადვოკატი უკვე შეხვდა- გამოძიება გრძელდება.

კურიერმა მოიპოვა სათვალთვალო კამერებიდან ამოღებლი ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ საბა გახოკიას ვინჩესტერთან ერთად ჰქონდა მეორე იარაღი და ის დაჭრის შემდეგ იყენებს ამ იარაღს.

ორმხრივი სროლის დროს ის ადგილზე გარდაიცვალა. საქმის ფარგლებში დაკავებულია გივი მარგველაშვილთან ერთად მყოფი პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი.

ოფიციალური ინფორმაციით, ინსპექტორი გივი მარგველაშვილის ნათესავს იცავდა, თუმცა იმ მომენტში სამიზნესთან ერთად იყო- ასევე ოფიციალური ცნობით ინსპექტორს გაუფორმებელი იარაღი ჰქონდა - დაკავებული კახაბერ კამლაძეა.

კამლაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა და ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს.

დღის ამბები