ერთი მოკლული და ორი დაჭრილი - ზუსტად ერთი საათის წინ, თბილისის ცენტრში შეირაღებული დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, მოკლულია შუა ხნის მამაკაცი, რომელიც მსხვერპლს საცხოვრებელ სახლთან ელოდებოდა. ორმხრივ სროლას ვერაზე უამრავი თვითმხილველელი ჰყავს. ორი დაჭრილიდან ერთი შემთხვევითი გამვლელია, რომელიც "ნიკორას" მაღაზიაში იმყოფებოდა. რაც შეეხება მეორე პირს, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა - ის "კურიერის" ინფორმაციით მძიმედაა დაჭრილი და კლინიკაში უკვე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი სწორედ ამ დაჭრილი პირის დაცვამ გაუხსნა. გოგებაშვილის ქუჩის მონაკვეთი სადაც დანაშაული მოხდა, პოლიციას ამ წუთებშიც გადაკეტილი აქვს. ნატყვიარები ეტყობა იქვე მდგარ მანქანებსაც. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ 15-მდე გასროლის ხმა გაიგეს. ასევე "კურიერის" ინფორმაციით, ორივე მხარე პისტოლეტებიდან ისროდა. ერთ-ერთი იარაღი კი, მოკლულის ცხედართან იპოვეს.