26 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. შესაბამისი განცხადება სამინისტრომ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნა. თავდასხმასთან დაკავშირებით სერბეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

„ბელგრადიდან გამანადგურებელი ამბავი მოვიდა სკოლაში მომხდარი სროლის შესახებ. ყველაზე გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ამ საშინელი შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, დილით სერბეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. მოკლულია რვა ბავშვი და დაცვის ერთი თანამშრომელი. ასევე დაშავდა ექვსი მოსწავლე და მასწავლებელი.

დღის ამბები