უკრაინელები კონტრშეტევას შემდგომ კვირებში გეგმავენ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა - Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ენტონი ბლინკენის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც მშვიდობის გამყარებაში მონაწილეობს, უშუალოდ უკრაინულ მხარეს ესაუბრებოდეს.
“ვიცით, რომ უკრაინელები კონტრშეტევას უახლოეს კვირებში გეგმავენ. ვნახოთ, აქედან რა გამოვა. საბოლოო ჯამში, ბრძოლის ველზე წარმატება - ეს საუკეთესო და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზაა მოლაპარაკებებისადმი, რომლებიც სამართლიან და მყარ მშვიდობამდე მიგვიყვანს," - განაცხადა ბლინკენმა.