26 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის დაკითხვა დასრულდა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასრულდა.

ყოფილ გამომძიებელს დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც სერგო შუბითიძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განაცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.

„იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მესმის, რომ მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა ამ შემთხვევაში, მეტი კომენტარის გაკეთების საშუალება არ გვაქვს. კითხვები შეეხებოდა ძირითადად იმას, რაზეც უკვე გადაცემაში ისაუბრა. ასევე, კითხვები იყო მობილურ ტელეფონთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპზე ფართო კომენტარს ვერ გავაკეთებთ ისევ და ისევ საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე. დამატებით შეკითხვებს ბატონი სერგო გასცემს, როდესაც სურვილი ექნება. რაზეც ისაუბრა გადაცემაში, ყველაფერი ისაუბრა სასამართლო დარბაზში“, – განაცხადა ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.

დღის ამბები