Met Gala - მოდის ინდუსტრიაში წლის ერთ-ერთ მთავარი მოვლენა და დემნა გვასალიას კაბით მისული იტალიელი სუპერ მოდელი - ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში Met Gala 2023 გაიმართა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის კარლ ლაგერფილდის შემოქმედებას მიეძღვნა. წითელ ხალიჩაზე მოდის სამყარომ არაერთი ცნობილი ადამიანი იხილა, მათ შორის, მსახიობი ჯარეტ ლეტო, რომელმაც ღონისძიებაზე მისვლა ლაგერფერდის მემკვიდრის, კატა შუპეტის ფორმით გადაწყვიტა.
წლევანდელ Met Gala-ზე ძირითადად შავ-თეთრი ტანსაცმელი ჭარბობდა. ვარსკვლავების უმეტესობამ "შანელი" აირჩია, თუმცა სტუმრების ნაწილს ეცვა ლაგერფილდის შეკერილი კაბებიც, მათ შორის, მსახიობ ნიკოლ კიდმანს. Met Gala-ს, რომელსაც მოდის სამყაროს "სუპერ თასსაც" უწოდებენ, წელს 400-მდე სტუმარი დაესწრო.