26 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ბაიდენის თქმით, ამერიკა გადახდისუუნარო არ არის და 20 წლის მანძილზე, არასდროს უთქვამს უარი ვალის მომსახურებაზე - შესაძლო დეფოლტთან დაკავშირებით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განგაშის ზარი შემოკრა

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად შესაძლოა ქვეყანაში დეფოლტი მოხდეს. განგაშის ზარი ფინანსთა მინისტრმა ჯენეთ იელენმა შემოკრა და კონგრესს წერილი გაუგზავნა, სადაც ორი მოთხოვნა დააყენა, ამერიკის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის დაწესება, ან მისი დროებითი შეჩერება. მინისტრის თქმით, თუ კონგრესი ამას არ გააკეთებს, შტატებში დეფოლტი მოხდება, ხელისუფლება კი ახალი ვალის აღებას ვერ შეძლებს. ამ დროისთვის ამერიკის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი 31 ტრილიონი დოლარია.

"როგორც იცით, მე ვთხოვე კონგრესს გაზარდოს ან დროებით შეაჩეროს ვალის ლიმიტი. მოყოლებული 1789 წლიდან, შეერთებულ შტატები ყოველვის დროულად ემსახურებოდა გადასახადებს და მან ასეც უნდა გააგრძელოს. ჩემი და მსოფლიოს ეკონომისტების შეფასებით, ჩვენს ვალდებულებებთან დეფოლტი ეკონომიკურ და ფინანსურ კატასტროფას გამოიწვევს," - აღნიშნა ჯენეთ იელენიმ.

თუმცა წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ფინანსთა მინისტრის თხოვნის საპასუხოდ ჯო ბაიდენს ხარჯების შემცირებას სთხოვენ. რესპუბლიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, შემოსავლები კი ბიუჯეტში იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. წითლების კატეგორიულ მოთხოვნას თავის მხრივ ეწინააღმდეგებიან დემოკრატები, რომლებსაც უმრავლესობა სენატში ჰყავთ. ამერიკელი ანალიტიკოსების განმარტებით, ზეწოლა თეთრ სახლზე იმდენად დიდია, რომ პრეზიდენტს მოუწევს რესპუბლიკელების წინადადება განიხილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ შეძლებს შიდა ვალის მომსახურებას, რაც თავის მხრივ მსოფლიო ფინანსური ბაზრის ჩამოშლას გამოიწვევს.

ფინანსურ ვითარებაზე სასაუბროდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესის ლიდერები თეთრ სახლში უკვე დაიბარა. შეხვედრა ბაიდენთან მომავალ კვირას გაიმართება და მას კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი, სენატის უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერები - ჩაქ შუმერი და მიჩ მაკკონელი დაესწრებიან. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები გადახდისუუნარო არ არის.

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მიერ, ეროვნული ვალის დეფოლტის შესახებ მუქარა მოვხსნათ. 20 წლის მანძილზე, ამერიკას არასოდეს უთქვამს უარი ვალის მომსახურებაზე. ამერიკა გადახდისუუნარო არ არის," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები