26 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ცეცხლის ალში გახვეული საფრანგეთის ქუჩები, დამწვარი მანქანები და მაღაზიები - აქცია პარიზში, ლიონში, ტულუზასა და ნანტში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

ცეცხლის ალში გახვეული საფრანგეთის ქუჩები, დამწვარი მანქანები და მაღაზიები. პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში, შრომის საერთაშორისო დღეს ყველაზე მასშტაბური აქცია პოლიციასთან შეტაკებებითა და დაკავებებით დასრულდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ კი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

ყველაზე ძალადობრივი სახე პროტესტმა პარიზში, ლიონსა და ნანტში მიიღო. დააკავეს აქციის ასობით მონაწილე. დაშავდა ათობით პოლიციელი. მათ ნაწილს ხელებისა და სახის არეში დამწვრობები აქვთ მიღებული. ინციდენტს პოლიციის კომისართა დამოუკიდებელი გაერთიანების სპიკერი გამოეხმაურა და აქციის მონაწილეები დემოკრატიის "მძევლად აყვანაში" დაადანაშაულა.

საფრანგეთის მთავრობის მონაცემებით, აქციებში 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პროფკავშირების ინფორმაციით კი 2 მილიონზე მეტი.დემონსტრანტების ბრაზის მთავარი სამიზნე ემანუელ მაკრონი და მისი საპენსიო რეფორმაა.

ანალიტიკოსების აზრით საფრანგეთი, პოლიტიკურ ჩიხშია. მათივე აზრით, მაკრონი რომელსაც პრეზიდენტობის 4 წელი აქვს დარჩენილი ვერცერთ დაანონსებულ რეფორმის გატანას, მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ვერ შეძლებს. მაკრონის საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგოდ აქციები უკვე თვეებია იმართება. რეფორმა რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ მწვანე აუნთო, საფრანგეთში საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს.

დღის ამბები