ფრონტის ორი ხაზი უკრაინაში - ორივე ქვეყნის შიგნით, მაგრამ განსხვავებული მტრით. რუსეთთან ომის პარალელურად, კიევში პოლიტიკური ბრძოლაც მიმდინარეობს. ახალი ფრონტი რადას დეპუტატ ოლექსეი გონჩარენკოსა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს შორის მას შემდეგ გაიხსნა, რაც გონჩარენკოს ნათესავები დაუპატიმრეს. დეპუტატი ამტკიცებს, რომ დამკვეთი ზელენსკის ოფისია. უფრო მეტიც, გონჩარენკოს თქმით, ის პრეზიდენტის ოფისიდან მუქარებსაც იღებდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატ გონჩარენკოს ნათესავი ლესია დერევიანკო და მისი მეუღლე ნიკოლაი დერევიანკო 28 აპრილს, ოდესაში დააკავა. უწყების მტკიცებით, საქმის ფიგურანტები სანაპირო ზოლის სიახლოვეს უკრაინის ფოსტის შენობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის უკანონო მიტაცებას ცდილობდნენ. უძრავი ქონების ღირებულება კი, ათობით მილიონი გრივნაა. გუშინ საღამოს, სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ზელნსკის ოფისი სკანდალში პირველად არესტოვიჩის გამო გაეხვა. პრეზიდენტის მაშინდელმა თანაგუნდელმა თქვა, რომ დნეპრში კორპუსის აფეთქების მიზეზი, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდება გახდა. ამის შემდეგ მას თანამდებობის დატოვება მოუწია.
უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კორუფციის გამოც ბევრჯერ მოხვდა. 24 იანვრის დილას პრეზიდენტის აპარატის ხელმძღანელის მოადგილე გადადგა. კირილო ტიმოშნეკოს სახელს უკავშირდებოდა ე.წ "ავტომობილის" სკანდალი. მაღალჩინოსანი ამერიკის მიერ გადაცემული იმ მანქანით გადაადგილდებოდა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა კიევს მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოუყო.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გენერატორების შესაძენად გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი მიითვისა. დნეპრის გუბერნატორმა კი ფონდიდან მილიარდნახევარი გრივნა წაიღო. მასთან ერთად, კორუფციის ბრალდებით კიდევ 4 რეგიონის გუბერნატორი დააკავეს.
იანვარში ვოლოდიმირ ზელენსკის თანამდებობიდან დავით არახამიას მოადგილის გათავისუფლებაც მოუწია. გაირკვა, რომ მან საომარი მოქმედებების პარალელურად კიევის ცენტრში 55 მილიონ გრივნად ბინა იყიდა. მოხსნეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეც, მიზეზი ჯარისკაცების საკვებისთვის გადარიცხული თანხების თაღლითურად მითვისებაა.
კორუფციულმა სკანდალმა თავდაცვის მინისტრის კაბინეტის კარზე 6 თებერვალს კიდევ ერთხელ დააკაკუნა. თანხების გაფლანგვაში რამდენიმე დეპარტამენტის უფროსიც დაადანაშაულეს.
ქვეყანაში კორუფციულმა სკანდალმა, ომის ხარჯზე გამდიდრებულ მაღალჩინოსანთა რიცხვმა და შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ექსპერტები ზელენსკის კორუფციიის წინააღმდეგ ეფექტური მეთოდების გამოყენებას ურჩევენ რადგან თვლიან რომ მის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა არ მიმდინარეობს.