26 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ხელმოწერებს აგროვებედნენ - როგორი იყო მმართველი გუნდის პასუხი

როგორი იქნება ოპოზიციის საპასუხო ნაბიჯე - დღეს პარლამენტში კანონმდებლები ხელმოწერებს აგროვებედნენ, ერთმანეთს უთანხმებდნენ საკითხებს და კონსულტაციებს მართავენ.

მობილიზებული 50 დეპუტატის სახელით დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. საქმე ეხება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის სახელით მოითხოვა, რომ კენჭისყრით გათვალისწინებული დღის წესრიგის საკითხების ჩამონათვალში საგამოძიებო კომისიის შექმნა შესულიყო. 

აქამდე ოპოზიციამ ინიციატივა სისრულეში "ქართული ოცნების" ბოიკოტის გამო ვერ მოიყვანა, თუმცა დღეს მიზეზი გახდა ის, რომ საკითხი საერთოდ ვერ მოხვდა დღის წესრიგში. მათ მოითხოვეს საკითხის დამატება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც ოპოზიციაში ამბობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. 

"უმრავლესობამ, რომელმაც გადაწყვიტა მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებსა და პრობლემურ ადამიანებს ბოლომდე გადაეფაროს, ყველა უკანონო ხრიკს მიმართა იმისათვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია აძლევს ექსკლუზიურ უფლებას თავისი ნებით გადაწყვიტოს ასეთი კომისიის შექმნის საკითხი. შეიქმნება ამ პარლამენტში საგამოძიებო კომისია აი, ამ ფაქტების გამოსაძიებლადაც. მე არ გპირდებით ამას, საქართველოს კონსტიტუცია, ქართული სახელმწიფო და ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი გპირდებით ამას,"-  აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. 

"ზუსტად ვერ დავინახე კონსტიტუცია გიჭირავთ თუ არა ხელში, თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუცია გიჭირავთ. ბატონო დავით, თქვენ, თქვენს მანდატსა და ქვეყანას თუ უფრო სერიოზულად მიუდგებით, ვფიქრობ მიხვდებით სად უნდა იდგეთ და ამას ვფიქრობ თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

 

 

 

 

დღის ამბები