"ერთი დღე ჯარში" - პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ. მოზარდებმა დაათვალიერეს ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. ღია კარის დღეები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. მიზანი ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციაა.