26 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს

ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით, 4 მაისიდან დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. დამთვალიერებელი ფიროსმანის 48 ნახატს ნახავს.

ლუიზიანას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას 4 მაისიდან 20 აგვისტომდე უმასპინძლებს, ხოლო 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე გამოფენას შვეიცარიაში ბეილერის ფონდი უმასპინძლებს.

ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატები სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, მათი საქართველოდან დანიაში უსაფრთხოდ ჩატანა კი სატრანსპორტო კომპანია Kunsttrans-მა უზრუნველყო.

დღის ამბები