შეხვედრა დასრულებულია ჯანდაცვის სამინისტროში, უწყება უკვე დატოვეს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა - გაირკვა ვადები, თუ როდის შეიქმნება პროტოკოლი. როგორც დედები ამბობენ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ვოსორიტიდი არის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც შესაძლებელია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობა. ასევე გაირკვა ისიც, რომ წინ არის წასული მოლაპარაკება წამლის მწარმოებელთან.
ამ დროისთვის დრო ვერ ამბობენ, როდის შემოიტანენ ქვეყანაში მედიკამენტს. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, სადაც გამოიყენება პრეპარატი.