26 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"დოიჩე ველე": შტატებმა და გერმანიამ ნათლად განაცხადეს, რომ არ სურთ ამ დროისთვის რაიმე ვალდებულების აღება, რაც ნატო-ს 2008 წლის დეკლარაციას არსებითად სცილდება

შტატებმა და გერმანიამ ცოტა ხნის წინ, დახურულ კარს მიღმა ნათლად განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ამ დროისთვის რაიმე ვალდებულების აღება, რაც ნატო-ს 2008 წლის დეკლარაციას არსებითად სცილდება , – ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

ცნობისთვის 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, თუმცა კონკრეტული ვადები დასახელებული არ არის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს მოუწოდა, რომ ივლისის სამიტზე უკრაინას ალიანსში გაწევრიანებას გზა გაუხსნას. ამ მიმართვას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მათ შორის, ნატო-ს სამიტის მასპინძელმა ლიეტუვამ, მხარი დაუჭირეს.

დოიჩე ველეს ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კურსის შეცვლასთან დაკავშირებით უკრაინა შეძლებს ნატოელი პარტნიორების, განსაკუთრებით შეერთებული შტატების დათანხმებას.

ამერიკის მთავრობაში არაერთხელ თქვეს, რომ უკრაინაში იარაღის შემდგომ მიწოდებას და სხვა სახის დახმარებას უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნევენ არსებულ ვითარებაში, ვიდრე ნატო-ში გაწევრიანების გეგმებს- წერს გერმანული გამოცემა


დღის ამბები