26 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ეს ახალგაზრდები უნდა გაასამართლოს არა ამ დისკრედიტირებულმა სასამართლომ, არამედ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა - გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერია შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ლაზარე გრიგორიადისის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ დაუსაბუთებელია.

მისივე თქმით, ლაზარე გრიგორიადისის საქმე არა სასამართლომ, არამედ ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ.

"სამართლებრივად ამის არანაირი საფუძველი არ არის - შეეძლოთ გირაოთი ან სამაჯურით გამოეშვათ, თუ მიიჩნევდნენ, რომ მიმალვის საფრთხეა. მოთხოვნა, რომელიც აქვს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აქ იყო შეკრებილი და ბევრად უფრო ფართო ნაწილსაც, არის ძალიან მარტივი და გასაგები ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების ადამიანისთვის, თუ ადამიანი საკუთარ თავს პატივს სცემს, ვინც მიიჩნევენ, რომ დამნაშავენი არიან ეს ახალგაზრდები, გაასამართლოს ისინი არა ამ დისკრედიტირებულმა სასამართლომ, არამედ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა,"-აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის დღევანდელი სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ.

21 წლის ახალგაზრდას ბრალად 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება ედება.

დღის ამბები