26 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
29 აპრილის არჩევნები არის პასუხი იმ ფეიკზე, რომელიც „აირაიმ“ შემოგვთავაზა - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რიგგარეშე და შუალედური არჩევნები  უკონკურენტო იყო, საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

მამუკა მდინარაძის თქმით,  მაღალი აქტივობით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, მმართველი პარტია სულ მცირე, 60% აიღებდა. 

"საკმაოდ მაღალი აქტივობით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, "ქართული ოცნებას" სულ მცირე, 60 პროცენტს იღებდა. არ ყოფილა არც ერთი საარჩევნო ოლქი თუ უბანი, სადაც მაღალი ზრდა არ იყო ჩვენი შედეგების.

მიდის ამომრჩეველი არჩევნებზე, სადაც "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს კონკურენტი, მოტივაცია ხომ დაბალია მისვლის, ამ მიმართულებით, ამომრჩევლების რაოდენობა ზოგან 20 და მეტი პროცენტითაც კი გაიზარდა. ეს არის ყველაფერზე პასუხი. იმ ფეიკზე, რომელიც "აირაიმ“ შემოგვთავაზა. 2021 წლის არჩევნებზე რამდენი ხმაც მიიღო თითოეულ ოლქსა თუ უბანში „ქართულმა ოცნებამ“ დრამატულად გააუმჯობესა ყველა შემთხვევაში. უფრო მეტი მხარდამჭერი მივიდა საარჩევნო უბნებთან უკონკურენტო არჩევნებში,"- განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები