26 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
"მოლოტოვის კოქტეილები" პარიზში - შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

დღეს, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა. პარიზში პროტესტის მონაწილეებმა პოლიციელების მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლეს.

ინციდენტს პოლიციის კომისართა დამოუკიდებელი გაერთიანების სპიკერი, მატიო ვალე გამოეხმაურა, რომელმაც აქციის მონაწილეები დემოკრატიის "მძევლად აყვანაში" დაადანაშაულა და პოლიციასა და ჟანდარმებს მხარდაჭერა აღუთქვა.

"პარიზში პოლიციელი ცეცხლის ალშია გახვეული! როდემდე მოვუთმენთ ამ მეამბოხეებს, რომლებსაც ჩვენი დემოკრატია მძევლად ჰყავთ აყვანილი? მხარდაჭერა ჩვენს კოლეგებს, პოლიციელებსა და ჟანდარმებს,"-აღნიშნა მატიო ვალემ.

დღეს გამართული აქცია იმ საპროტესტო ტალღის ნაწილია, რომელიც მაკრონის საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგოდ უკვე თვეებია იმართება. მაკრონის საპენსიო რეფორმა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ მწვანე აუნთო, საფრანგეთში საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს .

 
დღის ამბები