26 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს - რა მოთხოვნები აქვთ დემონსტრანტებს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრები ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ. დემონსტრანტები რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მსვლელობით დაიძრნენ.

ღირსეული მინიმალური ხელფასი, სოციალური დიალოგის გზით პროგრესული გადასახადების დადგენა და 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადება - ეს იმ მოთხოვნათა არასრული ჩამონათვალია, რაც დღეს გაჟღერდა. პროფკავშირების თავმჯდომარემ აქციის მსვლელობისას საზოგადოებას გააცნო მანიფესტი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს გადაეგზავნა. აქცია სიმბოლურად, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს დაამთხვიეს.

დღის ამბები