26 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა - ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა და აქცია მისი გათავისუფლების მოთხოვნით - შეცვლის თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებას, მოგვიანებით გაირკვევა. 7-8 მარტის მოვლენების დროს დაკავებული აქტივისტის ადვოკატი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

"განიხილება მტკიცებულებების დასაშვებობის/არ დასაშვებობის საკითხი, ამავე დროს სადავო/უდავოობის საკითხი. დაცვის მხარე ყველა მტკიცებულებას, რა თქმა უნდა, ხდის სადავოდ და ბოლოს, განიხილება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი, რისი შუამდგომლობისთვისაც დაცვის მხარე მზადყოფნაშია. რა თქმა უნდა, ვშუამდგომლობთ ნაკლები სიმკაცრის აღკვეთის ღონისძიებაზე, გირაოზე - 20 ათასი ლარის ოდენობით,"- აცხადებს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, არსებულ მტკიცებულებებზე დეტალურად სასამართლო სხდომის შემდეგ ისაუბრებს, რადგან სწორედ სასამართლომ უნდა განიხილოს მათი დაშვების თუ არ დაშვების საკითხი.

"მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შემდეგ, მხარეები შევთანხმდებით რომელია სადავო და რომელი უდავო. ამის შემდეგ, საქმის არსებითი განხილვისას, გამოვიკვლევთ თითოეულ მტკიცებულებას და ვინაიდან მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებად ითვლება სასამართლო პროცესზე მიწოდებული ინფორმაცია, ლოგიკურია, დაველოდებით საქმის არსებით განხილვას. აქედან გამომდინარე, წინასასამართლო სხდომა წინ არის და დაველოდოთ რა მოხდება პროცესზე.

დეტალურად მტკიცებულებებზე, ლოგიკურია, არ ვისაუბრებ. გამოძიებამ ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ საქმეზე წარედგინა სრულყოფილი მტკიცებულებები და სწორედ მათ დასაშვებობაზე ვიმსჯელებთ დღეს. პროცესის შემდეგ უფრო მარტივი იქნება ვისაუბრო, რადგან პროცესზე სწორედ მტკიცებულებათა მოპოვებაზე უნდა ვიმსჯელოთ მხარეებმა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, პროცესის შემდეგ ვისაუბრებ ამ გარემოებებზე. რაც შეეხება ჩანაწერებს - გამოძიების პროცესში შესწავლილ იქნა თითოეული ჩანაწერი, ჩატარდა გარკვეული ექსპერტიზები და ეს მტკიცებულებებიც სასამართლო პროცესზეა წარმოდგენილი,"- აცხადებს საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელებისთვის სროლის გამო რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება. მას ედავებიან პატრულის ავტომობილის დაწვასაც. წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ისინი უკვე ორ საათზე მეტია სასამართლოს ეზოში აქციას მართავენ.

დღის ამბები