26 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ენტონი ბლინკენი შუა აზიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ენტონი ბლინკენი შუა აზიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ყაზახეთის პრეზიდენტთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბლინკენი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შეხვდა. 
 
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ იყოყმანებს სანქციები დაუწესოს იმ ჩინურ კომპანიებსა და პირებს, რომლებიც რუსეთის ომს მხარს დაუჭერენ ან რაიმე კავშირი ექნებათ მასთან. 
 
შუა აზიაში ვიზიტის მიზანს რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. ეს რეგიონში ენტონი ბლინკენის პირველი ვიზიტია მას შემდეგ რაც შეერთებულ შტატებს სათავეში ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაუდგა. შუა აზიაში სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ტაჯიკეთში გაგრძელდება.
დღის ამბები