26 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაუგებარია, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში - ეკა სეფაშვილი 

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც "უცხოური გავლენების შესახებ" კანონზე ვეტოს დადება დააანონსა, პოლიტიკური შეფასებების საგანია. პრეზიდენტის კრიტიკა გაუგებარია კანონპროექტის ავტორებისთვის. მოძრაობა "ხალხის ძალისთვის“ წევრების შეფასებით, პრეზიდენტმა ვეტოსთან დაკავშირებით ნაადრევი განცხადება გააკეთა, მაშინ, როდესაც პროექტების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. 

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი, ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ განცხადება ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. 

"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ჩემი აზრით, გაუგებარია, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. იმიტომ, რომ ჯერ მსჯელობა არც კი დაწყებულა პარლამენტში, პირველი საკომიტეტო მოსმენა გვექნება ხუთშაბათს. იქ გამოითქმება აზრები, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული ცვლილებები კანონპროექტში. მაგალითად ჩვენ, უკვე პატარა ცვლილებები შევიტანეთ, იმიტომ რომ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო სწორი. ასევე, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც მივიღებთ მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს გავაგზავნით და მხოლოდ ამის შემდეგ, ქართველი ხალხის და საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღება კანონი ძალაში. და, ასე უაპელაციო განცხადება, რომ რა არ უნდა იყოს, მე მაინც ვეტოს დავადებ, ჩემი აზრით ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ოპოზიციას და ოპოზიციურ სპექტრს მოაწონოს თავი," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები