26 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინაში არის ნიმუშის ნაწილი, რომელიც საქართველოში განახორციელა

ჩვენ შეიძლება შოკირებული ვიყოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის სისასტიკით, მაგრამ არ უნდა გვიკვირდეს - ამის შესახებ სკანდინავიურ ყოველწლიურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინაში არის ნიმუშის ნაწილი, რომელიც საქართველოში განახორციელა.

როგორც ნატოს გენერალური მდივანი ამბობს პუტინმა დიპლომატიას თავდასხმა ამჯობინა და ერთი წლის შემდეგაც კი არ ემზადება მშვიდობისთვის.

"ჩვენ შეიძლება შოკირებული ვიყოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის სისასტიკით, მაგრამ არ უნდა გვიკვირდეს. ეს არის მრავალი წლის განმავლობაში რუსული აგრესიის ნიმუშის ნაწილი: საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში, ახლა კი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.

ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ რუსეთთან დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგის დასამყარებლად ომის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ჩვენი მოწოდების მიუხედავად, პრეზიდენტმა პუტინმა თავდასხმა არჩია. ერთი წლის შემდეგ პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება.

ის უფრო მეტი ომისთვის ემზადება. ასე რომ, სანამ ბრძოლა გრძელდება, უკვე შეგვიძლია გამოვიტანოთ რამდენიმე გაკვეთილი ომის შესახებ. პირველ რიგში, უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,"-აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

დღის ამბები