26 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
პარტია "მოქალაქეები" სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს

პარტია "მოქალაქეები" სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ- ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსენსუსით შერჩევა მნიშვნელოვანია და ეს არის ნაწილი საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პუნქტის, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ იოსელიანს აქვს რესურსი, პარლამენტში 90 მხარდამჭერი ხმა მიიღოს. მისივე თქმით, მას გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან.

"ამ პარლამენტშიც ალბათ ყველა ადევნებს თვალ-ყურს, რომ სულ რამდენიმე ადამიანია, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს იმის უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ მიიღოს 90 ხმაც და მეტიც.

მე  მინდა, რომ წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად. გარკვეული კონსულტაციები და კომუნიკაცია გვქონდა, როგორც ოპოზიციასთან, ისე მმართველ პარტიასთან. მაქვს იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პარლამენტში, რომ შევასრულოთ 12-რეკომენდაციიდან ერთ-ერთი,"-აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

დღის ამბები