26 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
სანკტ-პეტერბურგში საჰაერო სივრცე დახურეს - პულკოვოს აეროპორტი რეისებს არ იღებს

სანკტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის რაიონში 200 კვ.კმ-ის საჰაერო სივრცე დახურეს - ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს. Baza-
ს ცნობით, ათიათასობით მომხმარებელი აკვირდება რეისებს, რომლებიც რაიონის გარშემო დაფრინავენ.

ტერიტორიაზე გამოცხადებულია გეგმა "ხალიჩა" - მას აცხადებენ საზღვრის უკანონო კვეთისა და/ან საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტების გამოჩენის შემთხვევაში.

ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელები ამბობენ, რომ პულკოვოს აეროპორტში დროებით რეისების მიღება და გაშვება შეჩერებულია, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ. 

ცნობისთვის, გეგმა "ხალიჩა" ლენინგრადის რეგიონში თებერვლის შუა რიცხვებში გამოაცხადეს. მაშინ, საჰაერო სივრცე ქალაქ ლოდეინოე პოლეში დახურეს.

შესაძლოა, ცის დახურვა კავშირში იყოს დრონების მასობრივ შეტევასთან - გვიან ღამით ბელგოროდსა და "როსნეფტის“ ნავთობბაზაზე, ქალაქ ტუაფსეში შეტევა განხორციელდა.

დღის ამბები