26 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
უკრაინაში ომის მეორე წლის ათვლა დაიწყო - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 6 დასახლება დაბომბეს

უკრაინაში ომის მეორე წლის ათვლა დაიწყო და მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 6 დასახლება დაბომბეს, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ოკუპანტებმა დნეპრო პეტროვსკის ოლქს ცეცხლი მძიმე არტილერიით გაუხსნეს, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით "მტერი აძლიერებს თავდასხმის ოპერაციების ინტენსივობას, ხოლო ყველაზე მძიმე სიტუაცია ამჟამად ბახმუტის მიმართულებით რჩება"

კიევში დაუგეგმავი ვიზიტით იმყოფებოდა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, რომელმაც ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ის პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდა.

ევროკომისიამ და პოლონეთმა ერთობლივი ინიციატივა გამოაცხადეს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გატაცებული უკრაინელი ბავშვების პოვნის შესახებ.

დღის ამბები