26 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
შექმნის თუ არა ნიკა მელია ახალ პარტიას - ყოფილი თავმჯდომარე გააქტიურდა და საარჩევნოდ რეგიონებში მოსიარულე ლევან ხაბეიშვილს, ახლა მელია ჩაანაცვლებს

შიდა პარტიულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ნიკა მელია გავრცელებული ინფორმაციით, გააქტიურებისთვის და დამოუკიდებელი მოქმედებებისთვის ემზადება. ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯოდომარე არჩევნების შედეგების გათვალისწინებით პარტიაში დარჩა, თუმცა კითხვა- რჩება თუ მიდის? კვლავ აქტუალურია. პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებას და ახალი ძალის შესაძლო ჩამოყალიბებას მელიას გუნდის წევრები არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ პოზიციებს განმტკიცება მართლაც სჭირდება და ეს პირველ რიგში პარტიაში უნდა მოხდეს.

ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება დაანონსებულია. ცნობილია, რომ ნიკა მელია გუნდთან ერთად თბილისის გარდა შეხვედრებს მის ფარგლებს გარეთაც გეგმავს. შიდა პარტიული არჩევნების დროს რამდენიმე რეგიონი გამოიკვეთა სადაც, მელიას აქტიური მხარდამჭერები ჰყავს, ერთ-ერთი ასეთი აჭარაა, ამ დროისთვის ბათუმშიც მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ახალ მენჯმენტთან უთანხმობის მიუხედავად პარტიიდან წასვლაზე არ ფიქრობენ.

ნიკა მელიას დამოუკიდებელ მოთამაშედ გააქტიურებას სკეპტიკურად უყურებენ მმართველ პარტიაში. ”ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებით, მელიას პარტიის ამომრჩევლებში პოლიტიკური წონა დაკარგული აქვს და ახლა მნიშვნელობა არ აქვს გამოეყოფა ”ნაციონალურ მოძრაობას”, თუ მის შემადგენლობაში რიგით წევრად დარჩება.

”ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის და მმართველი რგოლის შეცვლამ კრიზისი მალევე შექმნა. კეზერაშვილის ფავორიტი ხაბეიშვილის სტრატეგიამ პარტიაში განხეთქილება უფრო გაამწვავა. დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად ნაცადი და უშედეგო- პარლამენტისთვის კიდევ ერთხელ ბოიკოტის გამოცხადების საკითხი გახდა. ამ საკითხზე თავმჯდომარისგან განსხვავებული მიდგომა აქვთ ხაბეიშვილის გუნდის წევრებსაც.კითხვებს გეგმებთან დაკავშირებით ხაბეიშვილი თავს არიდებს. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები კი ახალ თავმჯდომარეს პარტიის ინტერესებით მოქმედებისკენ მიანიშნებენ. პარტიაში არსებული დაპირისპირების და ერთიანი პოზიციის არ არსებობის გამო ამ დრომდე ვაკანტურია პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიც.

"ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება არ უკვირთ მმართველ პარტიაში. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ამ პარტიის სვლები ყოველ ჯერზე უფრო არათანმიმდევრულია. სახელისუფლებო გუნდში წინასწარ საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ახალი დაპირისპირება პარტიაში მერაბიშვილი-კეზარაშვილს შორის დაიწყება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელია სწორედ მერაბიშვილი-კეზერაშვილის ფავორიტმა კანდიდატმა ხაბეიშვილმა იანვრის ბოლოს შეცვალა.

 

დღის ამბები