26 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტები პირველი მოსმენის გავლის შემდეგ, ვენეციის კომისიას გადაეგზავნება - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" რიგით მეორე კანონპროექტია, რომელიც ბიუროს სხდომას ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ხალხის ძალის სახელით წარედგინა. ახალი საკანონმდებლო აქტი ამრიკულის ანალოგია.

ამერიკული ვერსიის ერთი-ერთში გადმოღება ავტორებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პირველმა ვერსიამ გარკვეული კითხვები გააჩინა. მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებმა მმართველი გუნდის ლიდერებთან კონსულტაცია გამართეს და ერთობლივი გადაწყვეტილებაც მიიღეს. პირველი მოსმენის გავლის შემდეგ ორივე კანონპროექტი შენიშვნებისა და რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. კანონპროექტის ავტორებმა კიდევ ერთხელ განმარტეს როგორც ქართული, ასევე ამერიკული მოდელის შინაარსი.

ამ შეძახილებით და წარწერებით გააპროტესტეს კანონპროექტის როგორც არსი, ასევე საკანონმდებლო განხილვების დაწყება, ბეჭდური და ონლაინ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათი აზრით მოძრაობა ხალხის ძალის ავტორობით შექმნილი პროექტები საფრთხეს შეუქმნის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. რუსული ინეტერსების გამტარებელია საკანონმდებლო ინიციატივები, ოპოზიციის წევრებისთვისაც. მათი შეფასებით, საკითხზე საკანომდებლო განხილვების დაწყებაც კი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის სერიოზული ზიანის მომტანია.

კანონპროექტის შინაარსობრივ განხილვებში შემოსვლას ურჩევენ ოპონენტებს ხალხის ძალის წევრები, რომელთა განცხადებით ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

მმართველი პარტია მზადყოფნას აცხადებს მხარი ორივე ვერსიას დაუჭიროს. თუმცა სახელისუფლებო გუნდის ლიდერები აკონკრეტებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, მსჯელობა იმ კანონპროექტზე გაგრძელდება, რომლის თაობაზეც კომისიას დადებითი შეფასება ექნება. ქართულ ოცნებაში კომისიიგან დადებითი დასკვნის მოლოდინი აქვთ.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარლამენტში ორი ალტერნატიული პროექტის განხილვა დაიწყება. პირველი ვერსიის მიხედვით, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია ევალებათ იურიდიულ პირებს, რომელთა შემოსავლის 20% და მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მათ ფინანსური ანგარიშგება წელიწადში ერთხელ მოუწევთ.

რეგისტრაციისგან თავის არიდება კი ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. ამერიკულ მოდელში უფრო მკაცრი ზომებია გაწერილი და რეგისტრაციას ავალდებულებს ფიზიკურ პირებსაც. უარის შემთხვევაში განსაზღვრულია სისხლის სამართლებრივი დევნა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც.

დღის ამბები