26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
16 წლის გიორგის კუზიბაბაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

16 წლის გიორგის კუზიბაბაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მედიკოსებმა ჰიპოთალამური მიდამოს ნეოპლაზმა დაუდგინეს და გერმანიაში თავის ტვინზე ოპერაცია სჭირდება.

ამისთვის კი 60 ათასი ევროა საჭირო. გერმანელი ექიმების თქმით, ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში გამოჯანმრთელების ალბათობა 70%-ია.

დახმარების ყველა მსურველს ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვა გიორგის დედის ანგარიშზე შეუძლია:

"საქართველოს ბანკი" - GE46BG0000000541659913

"თიბისი ბანკი" - GE15TB7314445068100030

მიმღები: თეა ადუაშვილი

დღის ამბები