"რაც უფრო მეტი იცის ხალხმა უკრაინის შესახებ, მით უფრო ესმით უკრაინის" განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით უკრაინის პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება მნიშვნელოვანია ტერიტორიების დეოკუპაციისათვის.
"პირველად 32 წლის განმავლობაში უკრაინას საუდის არაბეთის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია. ეს არს კიდევ ერთი ნიშანი უკრაინისადმი ჩვენი დაუმარცხებლობისა და ძლიერებისთვის. პატივისცემა სამყაროს მხრიდან.
ახლა კი ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მაქსიმალურად ძლიერები ვიქნებით ინფორმაციისა და დიპლომატიის კუთხით. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ უკრაინის პოზიცია მსოფლიოს ყველა კუთხეში. ეს მნშვნელოვანია ტერიტორიის დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად.
ხალხმა რაც უფრო მეტი იცის უკრაინის შესახებ, უფრო მეტად ესმით უკრაინის, რაც უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინას, მით უფრო მივუახლოვდებით გამარჯვებას.
მე ხელი მოვაწერე ბრძანებას იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში. რუსეთის სპორტული სექტორის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ სპორტი აგრესიის სამსახურში მოაქციონ. და მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთში ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის დაქირავებული სტრუქტურების შენარჩუნებას," - გააცხადა ზელესკიმ.