თუ თქვენ ფეხბურთის, ბოულინგის თამაში, კინოში წასვლა ან, მაგალითად, გორგოლაჭებით სეირნობა გსურთ და არ გყავთ კომპანიონები, ეს სტარტაპი თქვენთვისაა.
სამი ქართველი ახალგაზრდის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი "ბაბლერი" - ლოკაციის მიხედვით ახალი მეგობრების პოვნაში დაგეხმარებათ, თანაც ისეთების, რომლებსაც თქვენი მსგავსი ინტერესები, საჭიროებები და ჰობი აქვთ. დასაწყისისთვის, რეგისტრირდებით შემდეგ, ქმნით საერთო "ბაბლს", შემდეგ კი გეგმავთ შეხვედრას.
ასე იქმნება ახალი გარემო ინტერესების მიხედვით - მიკრო ლოკაციების, ქალაქის და უნივერსიტეტის მასშტაბით. "ბაბლერს" საქართველოში 16 000 მომხმარებელი უკვე ჰყავს. იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება.
თუმცა მხოლოდ "ბაბლერი" არ არის სტარტაპი, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა რეალობად აქციეს. 2 წლის წინ, მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა, ორმა მეგობარმა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე- ქართულ ხორბალზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო.
ხორბალმაც და წამოწყებამაც ნაყოფი მალევე გამოიღო. იდეა რეალობად იქცა - ბუნებრივ საკვები დანამატი შექმნეს, რომელიც ადამიანისთვის სასარგებლოა და არის ანტიოქსიდანტიც. ცდამ აჩვენა, რომ ჯეჯილის წვენი ანეიტრალებს ალკოჰოლით გამოწვეულ დაზიანებებს, აღადგენს ღვიძლის ქსოვილს და არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. სალომე კერენჯელაძემ და ირინა გაფრინდაშვილმა მოგვიანებით სტარტაპს "გრასი" დაარქვეს და წარმოებაც დაიწყეს.
წარმოებისთვის უძველესი ედემური ჯიშის ხორბალს იყენებენ. 7 დღის შემდეგ წვენს დაწურავენ, თუმცა მარცვლოვანი კულტურა დამუშავების ხანრგძლივ პროცესს გადის.
სათბურიდან გამოტანის შემდეგ ჯეჯილს ჯერ მოჭრიან, შემდეგ გაირეცხება, მოგვიანებით კი ნელი წურვის მეთოდით ამ აპარატში დაიწურება, წვენი თერმულად არ მუშავდება, რის გამოც სასარგებლო ვიტამინებს ინარჩუნებს. მზა პრუდუქტი კი ასეთია- გაყინული კუბების ფორმის.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, დროთა განმავლობაში ხორბალი გრეიფრუტით, კენკრით და სხვა ხილით ჩანაცვლდა. მომხარებელს მისი გამოყენება ნებისმიერ სეზონზე შეუძლია. ორწლიანი შრომის შემდეგ მეურნეობა გააფართოვეს, მას შემდეგ, რაც აწარმოე საქართველოს გრანტი მოიპოვეს.