უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტ დმიტრო კომაროვის დოკუმენტურ ფილმში მედიას აჩვენა, სად ცხოვრობს ომის დაწყების შემდეგ.
როგორც ფილმიდან ვიგებთ, საძინებელი და გარდერობი ზელენსკის კაბინეტის გვერდით არის მოწყობილი.
ზელენსკი ომის დაწყების დღეს ასე იხსენებს:
""თითქოს ერთმანეთს თვალებში უყურებენ ფიქრით: "იქნებ ვეღარ ვნახოთ ერთმანეთი", ასეთი რომანტიკის დრო არ გვქონდა. მაყურებელმა მაპატიოს. ასეთი რომანტიკა არ ყოფილა, დაკავებული ვიყავით. ძალიან სწრაფად ჩავალაგე ნივთები და მოვედი აქ," - ამბობს ზელენსკი.