პაკისტანში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. შემთხვევა ხალხმრავალ ბაზარში მოხდა. პოლიციის განცხადებით, ბომბი სავარაუდოდ ერთ-ერთ მოტოციკლზე იყო მიმაგრებული და დისტანციური მართვის საშუალებით ამოქმედდა.
ადგილობრივი მთავრობის მეთაურმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.