"მიმძიმს ამაზე საუბარი" - სპექტაკლი, სადაც მაყურებელი მოვლენებს არა თეატრის სცენიდან, არამედ პერსონაჟებს ფეხდაფეხ აკვირდება.
რუსთავის თეატრის ალტერნატიულ სივრცეში ენჯე გიზატოვას პიესის მორიგი ჩვენება გაიმართა. უდანაშაულო ადამიანების სამშობლოს გამყიდველებად წარმოჩენა, წამება, დასმენა - ერთი სიტყვით, ყველაფერი რაც საბჭოთა სისასტიკეს ახასიათებდა, მაყურებელმა სწორედ რუსთავის თეატრის სარდაფში იხილა.
რუსთავის თეატრის დასმა ეს სივრცე სრულიად შემთხვევით, პოსტპანდემიურ პერიოდში, თეატრის დასუფთავებისას აღმოაჩინა. მას შემდეგ რუსთავის თეატრი არაერთ ექსპერიმენტულ სანახაობას სთავაზობს მაყურებელს.