ნავის ჩაძირვას იტალიის სამხრეთ სანაპიროსთან 40-ზე მეტი მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.ნავი უამინდობის გამო კლდეს შეეჯახა.
ბორტზე სულ 100 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მაშველებმა მხოლოდ 40-ის გადარჩენა შეძლეს.
იტალიური მედიის ცნობით, ნავზე მყოფი პირები ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან წამოსული მიგრანტები არიან. ინციდენტის ადგილას სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.