26 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია:მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკის წევრობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის  საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია ქვემოთ აღნიშული მოთხოვნები:

"მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია შემდეგი მოთხოვნები.

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2023 წლის 15 მარტამდე  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი,  გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: [email protected] ) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ),"-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები