26 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
დასავლეთის მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი ფუნდამენტური ნაწილის, რუსეთის ფედერაციის დაშლაა - ვლადიმერ პუტინი 

დასავლეთის მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი ფუნდამენტური ნაწილის, რუსეთის ფედერაციის დაშლაა - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ისაუბრა.

პუტინის განცხადებით, ისინი ისეთი მსოფლიოს ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც ერთი ქვეყნის, შეერთებული შტატების ინტერესებს შეესაბამება.

"მათ ერთი მიზანი აქვთ ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი ძირითადი ნაწილის, რუსეთის ფედერაციის დაშლა. ეს ყველაფერი იყო გეგმის ნაწილი.

ეს გეგმები ფურცელზეა ჩამოყალიბებული. მათი მცდელობები რომ მსოფლიო სათავისოდ გარდაჰქმნან იძულებულს გვხდის ვუპასუხოთ.

ჩვენ გვესმის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოში ვითარება იცვლება, ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩნდება. ამას, გავლენა უნდა ჰქონდეს პრიორიტეტებზე, საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

ჩვენ გვესმის და ვთანხმდებით, რომ მსოფლიო უნდა შეიცვალოს. მაგრამ რასაც ვეწინააღმდეგებოდით არის ახალი სამყარო, რომელიც ყალიბდება, მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესების - შეერთებული შტატების ინტერესების შესაბამისად,"-აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

დღის ამბები