26 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
კასიანოვი უკვე მერამდენედ აკეთებს საზიანო განცხადებას, ეს საზიანოა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობისთვის - დიმიტრი ხუნდაძე 

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი კასიანოვის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის საუბრები საზიანოა საქართველო-უკრაინის ურთიერთობისთვის. 

საუბარია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ  მმართველი გუნდის "ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინტერესებს". 

"კასიანოვი უკვე მერამდენედ აკეთებს საზიანო განცხადებას. საზიანოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობისთვის. ასეთი განცხადებები აცდენილია ობიექტურობას და ის არის მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანი. მისი განცხადებები და სამწუხაროდ, არა მხოლოდ მისი, რომელიც გააქტიურდა გუშინ დილიდან, ვფიქრობ, ემსახურებოდა არა მხოლოდ საკუთარი მცდარი პოზიციის დაფიქსირებას, არამედ ეს იყო განცხადებები იმისათვის, რომ აეწიათ მუხტი, რომ მეტი ადამიანი მისულიყო რუსთაველზე. ასეთი განცხადებების ავტორებში ვფიქრობ, განწყობა იყო ის, რომ მისულიყო მეტი ადამიანი არა უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის დასაფიქსირებლად, არამედ იმისათვის, რომ აწეულიყო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მუხტი,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები