რუსთავის მერიამ, ქალაქის შემოსასვლელის და მოედნების რეკონსტრუქციის პროექტის ბოლო ეტაპის განხორციელებას დაიწყო.
სამუშაოები ამჯერად შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ფარგლებშიც რუსთავის შემოსასვლელის, ჟიული შარტავას, თამარ მეფის და რუსთაველის სახელობის მოედნების სრული რეკონსტრუქციაა გათვალისწინებული, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის თითოეულ მონაკვეთზე, უსაფრთხოების კუნძულების, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურების და გარე განათების მოწყობაა გათვალისწინებული. მოეწყობა ახალი მწვანე სივრცეები. იცვლება სასმელი წყლის, წყალ-არინების და სანიაღვრე ქსელიც.