26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი - "ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი" დაიწყო

"ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი" - საბჭოთა ოკუპაციისა და იუნკერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ესეების კონკურსი დაიწყო.

კონკურსში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მიზანი მოზარდებში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციაა. გამარჯვებულები, ამერიკულ სერტიფიკატებს მიიღებენ და ინგლისური ენის უმაღლესი კურსის სრულ დაფინანსებას მოიპოვებენ.

პროექტი ამერიკის საელჩოსა და განათლების სამინისტროს პარტნიორობით ხორციელდება.

დღის ამბები