26 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ჩვენ ვნახეთ საქართველოს მხარდაჭერა უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიმართ, ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია - კელი დეგნანი

"რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ერთი წლის შემდეგ: მშვიდობის ფორმულა“- - ამ თემაზე რონდელის ფონდმა დისკუსია გამართა. მხარდამჭერები იყვნენ საქართველოში უკრაინის და პოლონეთის საელჩოები.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად ანდრეი კასიანოვმა გახსნა. დისკუსიას დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის შედეგები შეაფასეს, ისაუბრეს ომის რეგიონულ და გლობალურ გავლენებზე. 

"ერთი წლის წინ, როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ფართომასშტაბიანი ომით დაიწყო და ამ გზით უკრაინის აღებას შეეცადა - გამოჩნდა, რომ ის სასტიკად შეცდა. ამ 365 დღეში უკრაინელების სიმამაცემ და ბრძოლისუნარიანობამ მას საპირისპირო უჩვენა. უკრაინელები მზად იყვნენ დაეცვათ საკუთარი ქვეყანა, თავისუფლება, იდენტობა, კულტურა. უკრაინა დგას ძლიერად, ამაყად და თავისუფლად. ჩემმა და უკრაინის მხარდამჭერმა სახელმწიფოებმა მოუწოდა ქვეყნებს გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ,რათა უკრაინამ დაიცვას მისი სუვერენიტეტი. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმას, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთა უკრაინისთვის, ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც საქართველოში არიან. მთავრობამ უკრაინისთვის უზრუნველყო გენერატორები, მაშინ როდესაც ამის დიდი საჭიროება არსებობდა. გუშინაც, ჩვენ ვნახეთ საქართველოს მხარდაჭერა უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიმართ. ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია. ამასთან ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის მანძილზე საქართველოში მოქმედებს ანტი-დასვლური კამპანია, რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც საქართველოს აშშ-სთან, ევროკავშირთან, დასავლეთთან აქვს. თვენი არჩევანია და თქვენი მომავალი ევროპაა,” - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

დღის ამბები