26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
სტოლტენბერგი: საქართველო 2008 წელს, დონბასი, ყირიმი 2014 წელს და გასულ წელს სრულმასშტაბიანი ინტერვენცია, ეს არის ერთი მოდელის ნაწილი

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის აგრესიის წრის გარღვევა - ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა "როიტერთან" საუბრისას გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო 2008 წელს, დონბასი, ყირიმი 2014 წელს და გასულ წელს სრულმასშტაბიანი ინტერვენცია - ეს ერთი მოდელის ნაწილია.

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები, ძალა, შეაკავოს აგრესია," - აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

დღის ამბები