26 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
მერვე დღე ბაკურიანში - ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი მედლები გათამაშდა

ბაკურიანი უკვე მერვე დღეა მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. ჩემპიონატმა მოლოდინი გაამართლა, საერთაშორისო ფედერაცია ტურნირის მსვლელობით კმაყოფილია. ემოციური იყო ევროსპორტის კომენტატორი, რომელმაც პირდაპირი ეთერის დროს გამართულ ინფრასტრუქტურაზე და მაღალი დონის ორგანიზებაზე ისაუბრა. 

კოხტას ფერდობზე, არეალსის დისციპლინაში გამართულ ფინალურ ეტაპზე 7 ქვეყნის 34 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მამაკაცთა შორის საუკეთესო შედეგი 22 წლის შვეიცარიელმა ნოე როთმა აჩვენა, მან 118 მთელი 59 მეათედი ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

განსაკუთრებით დინამიური და დაძაბული გამოდგა ქალთა შორის გამართული ფინალი. ჩინელმა ფანიუ კონგმა პირველი ადგილი მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილზე უკრაინელი ანასტასია ნოვოსადი გავიდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა საკუთარ ქვეყანას მიუძღვნა.

დღეს უნდა გამართულიყო სკი-კროსის კვალიფიკაცია, თუმცა უამინდობის გამო შეჯიბრი 24 თებერვლისთვის გადაიდო, აღნიშნულ დისციპლინაში სამი ქართველი სპორტსმენი: ლაშა კურტანიძე, დავით თედიაშვილი და ბექა ბერძენიშვილი იასპარეზებენ.

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 24 თებერვალს სნოუბორდ სლოუფსტაილის და სკი კროსის კვალიფიკაცია გაიმართება. ტურნირი, რომელშიც მსოფლიო 700 მოთხილამურე მონაწილეობს 5 მარტამდე გაგრძელდება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები